საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რაჭაში ჭრებალო-ნიკორწმინდის გზის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი გამოიყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:49 - 02 მაისი 2017 hits 26083

რაჭაში, ჭრებალო - ნიკორწმინდის გზის 26-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის სავარაუდოდ 20 447 155 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2017 წლის 1 მაისს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტირება და მშენებლობა ჭრებალო - ნიკორწმინდის გზის მონაკვეთის 1-ლი კილომეტრიდან 25,8 კილომეტრის ჩათვლით მოხდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) ფარგლებში ხორციელდება. პროექტის დასრულების ვადა 26 თვით არის განსაზღვრული.

სატენდერო წინადადებების მიღება 2017 წლის 26 მაისიდან დაიწყება და 30 მაისის ჩათვლით იწარმოებს.

ჭრებალო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელია და ადმინისტრაციული ცენტრიდან 18 კილომეტრით არის დაშორებული. ჭრებალოს თემში 4 სოფელი შედის: ჭრებალო, გუნდუში, ზემო ჟოშხა და ქვემო ჟოშხა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ჭრებალოს თემში 604 ადამიანი ცხოვრობს.  

ამავე აღწერით, ნიკორწმინდას თემში (სოფლები ნიკორწმინდა და კაჩაეთი) ცხოვრობს 592 ადამიანი. სოფელში დგას XI საუკუნის ნიკორწმინდის ტაძარი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

სოფლიდან სამხრეთ დასავლეთით 2 კილომეტრში არის საყინულის მღვიმე.

ნიკორწმინდაშია შაორის წყალსაცავი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში